Digital Service

  • 551-135-540
    597-771-760
  • სამუშაო საათები
    11:00 - 19:00
  • მოგვწერეთ
    digitalshopgeorgia@gmail.com

მომსახურების სტანდარტული პირობები 

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს სტანდარტულ პირობებს (შემდგომში „პირობები“) სერვის ცენტრსა (შემდგომში „შემსრულებელი“) და მომხმარებელს (შემდგომში „დამკვეთი“) შორის ტექნიკის შეკეთების მომსახურების გაწევის შესახებ. 

1. ტერმინთა განმარტება 

  • ტექნიკა – დამკვეთის მიერ შესაკეთებლად ან დიაგნოსტიკისთვის გადაცემული ნებისმიერი ელექტრონული თუ მექანიკური მოწყობილობა. 
  • დიაგნოსტიკა – ტექნიკის პირველადი შემოწმება ხარვეზის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და შეკეთების სავარაუდო ღირებულების დასადგენად. 

2. ტექნიკის მიღება და დიაგნოსტიკა
2.1. ტექნიკის მიღებისას ნივთი ფორმდება კომპანიის ბაზაში სადაც ფიქსირდება მოწყობილობის ვიზუალური მდგომარეობა და დამკვეთის მიერ დასახელებული ხარვეზი.
2.2. დიაგნოსტიკის ვადა შეადგენს 1 დან 14 სამუშაო დღემდე. დიაგნოსტიკის დასრულების შემდეგ, შემსრულებელი დამკვეთს აცნობს შეკეთების საბოლოო ღირებულებასა და ვადებს.
2.3. თუ დამკვეთი უარს იტყვის შეკეთებაზე, იგი ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ დიაგნოსტიკის ფასი: 30 ლარი. 

3. მომსახურების ღირებულება და ანგარიშსწორება
3.1. შეკეთების ღირებულება მოიცავს როგორც მომსახურების (ხელობის) ფასს, ასევე შესაცვლელი სათადარიგო ნაწილების ღირებულებას.
3.2. ანგარიშსწორება ხდება ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ჩაბარებისას, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით .

4. მხარეთა უფლებამოვალეობები და პასუხისმგებლობა
4.1. შემსრულებელი ვალდებულია სამუშაო შეასრულოს ხარისხიანად და შეთანხმებულ ვადაში.
4.2. შემსრულებელი არ არის პასუხისმგებელი ტექნიკის მეხსიერებაში არსებული საინფორმაციო მონაცემების (ფოტო, დოკუმენტები და სხვ.) შენარჩუნებაზე. დამკვეთი ვალდებულია თავად უზრუნველყოს ინფორმაციის რეზერვირება (Backup) ტექნიკის ჩაბარებამდე.
4.3. შემსრულებელი არ აგებს პასუხს ტექნიკის იმ ფარულ დეფექტებზე, რომლებიც აღმოჩნდება უშუალოდ შეკეთების პროცესში და რომლებიც არ იყო გამოწვეული შემსრულებლის მოქმედებით. 

5. საგარანტიო პირობები
5.1. შესრულებულ სამუშაოზე და შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე ვრცელდება 1 დან 12 – თვემდე გარანტია . რაც დამოკიდებულია კონკრეტულად შეცვილი ნაწილზე და მის ხარისხზე .
5.2. გარანტია არ ვრცელდება, თუ დაზიანება გამოწვეულია ტექნიკის არასწორი ექსპლუატაციით, სითხის მოხვედრით, მექანიკური დაზიანებით (დავარდნა, დარტყმა) ან მესამე პირის მიერ მოწყობილობის თვითნებური გახსნით. 

6. ტექნიკის გატანის პირობები
6.1. დამკვეთი ვალდებულია გაიტანოს ტექნიკა შეკეთების (ან დიაგნოსტიკის) დასრულების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
6.2. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, 3 თვის განმავლობაში გაუტანლობის შემთხვევაში, სერვის ცენტრი იტოვებს უფლებას მოახდინოს ტექნიკის რეალიზაცია დასაქმებული ხარჯების ასანაზღაურებლად. 

7. დავების გადაწყვეტა
7.1. წინამდებარე პირობებიდან გამომდინარე ნებისმიერი უთანხმოება წყდება მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო .